fbpx

Germantechnics

საგარანტიო მომსახურება

საგარანტიო მომსახურება

საგარანტიო მომსახურება მოიცავს შემდეგ პირობებს:

1) გაითვალისწინეთ, რომ საგარანტიო ვადის ათვლა იწყება თანხის გადახდის დღიდან
2)
საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე და შეთანხმებისამებრ შეძენილი პროდუქტი მოგვაწოდეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში.
3)
თუ ვერ ხერხდება ნივთის შეკეთება ორმოცი (40) დღის განმავლობაში, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. შეცვლის დროს მაღაზია ხელმძღვანელობს ამ მდგომარეობის დადგომის თარიღისთვის შესაცვლელი პროდუქტის საბაზრო ღირებულებით. ბალანსი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც იმავე ასევე სხვა კატეგორიის პროდუქციაში გადასაცვლელად.

4) პროდუქციის საგარანტიო ვადა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული აქვს ყველა პროდუქტს ვებგვერდზე აღწერის ველში.

პროდუქტის უკან დაბრუნება და შეცვლა:

1) პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ შეესაბამება ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს. პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
2) 
მაღაზია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი აღარ მოგწონთ, საჭიროდ აღარ მიიჩნევთ მის ფლობას, არ ამართლებს თქვენს მოლოდინს და სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
3)
კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა, მისი შეძენის დროს  , არასათანადოდ შეამოწმა. პროდუქტი და მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება.

ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას, თუ:

1) გასულია საგარანტიო ვადა.
2)
სერიული ნომერი არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქტს
3)
ნივთს აღენიშნება მექანიკური, თერმული ან წყლის მიერ მექანიზმში შეღწევისაგან გამოწვეული დაზიანება.
4)
პროდუქტის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად.
5)
ნივთი დაზიანდა არასწორი ექსპლოტაციის გამო.
6)
თუ ნივთი არაა საწარმოო ან კომერციული დანიშნულების და დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
7)
პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით (მაღალი დენის მოვარდნა).
8)
ნივთი შეკეთებულია ანგახსნილიათვითნებურად, ან არაოფიციალურ სერვის ცენტრების მიერ.
9)
ნივთი დაზიანდა მესამე პირის მიერ არასწორი მონტაჟის ან ჩართვის დროს. არ იქნა გათვალისწინებული სამომხმარებლო ინსტრუქციაში არსებული საექსპლუატაციო პირობები.
10)
აქსესუარებზე (მათ შორის: ელემენტი, აკუმულატორი, თავაკი, ყურსასმენი, დამტენი მოწყობილობა და სხვა) არ ვრცელდება საგარანტიო პირობები.
11)
მოწყობილობის სახარჯი მასალები გამოყენებულია ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.

12) გაითვალისწინეთ: საგარანტიო პირობა ვრცელდება პროდუქტის ძრავსა და მის შემადგენელ არსებით/მაკოპლექტებელ ნაწილებზე.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • სურათი
  • კოდი
  • Rating
  • ფასი
  • მარაგი
  • ხელმისაწვდომი
  • კალათაში დამატება
  • აღწერა
  • სრული ინფორმაცია
  • წონა
  • ზომა
  • დამატებითი ინფორმაცია
  • Attributes
  • Custom attributes
  • Custom fields
Click outside to hide the compare bar
შედარება