შპს “ტექნიკა+” მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცედურა
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები
წინამდებარე პროცედურის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ხართ თქვენ, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება შპს “ტექნიკა+” ვებგვერდის მეშვეობით განახორციელოთ კომპანიის ვებგვერდზე (www.germantechnics.ge) განთავსებული საქონლის ონლაინ შეძენა.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის:
შპს “ტექნიკა+”
იურიდიული მისამართი: ქუთაისი, ტყიბულის 1ჩიხი #9
საიდენტიფიკაციო ნომერი: 412754915
ვებგვერდი: germantechnics.ge
ელ. ფოსტა: infogermantechnics@gmail.com
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენს მიერ ჩვენს ვებგვერდზე (germantechnics.ge) ონლაინ შეძენის განხორციელების მიზნით. თქვენს მიერ ჩვენი ვებგვერდის ვიზიტის, ასევე თქვენს მიერ ცალკეული საქონლის მახასიათებლებისა დათვალირების შემთხვევებში, კომპანია “ტექნიკა+“ არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს თქვენთვის საქონლის მიწოდების და მიწოდების პრობლემების შემთხვევაში, ასევე თქვენი საჩივრებისა და თქვენს მიერ შეძენილი საქონლის საგარანტიო პრეტენზიების დასამუშავებლად. გარდა ამისა, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მიაღწიეთ ონლაინ შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ ასაკს.
- პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება
თქვენს მიერ ონალინ შეძენის განხორციელების პროცესში ხდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა და პაროლი, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.
“ტექნიკა+” მიერ ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიული და გენეტიკური მოანცემების დამუშავება. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან, მაგალითად, როგორიცაა ბარათითი გადახდა, ინერნეტ განვადება, საბანკო გადარიცხვა. აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.
- პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა
ონლაინ შეძენის განხორციელებისას, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს “ტექნიკა+” ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL, TNT) ან სხვა შვილობილო კომპანიებისათვის, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
- პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა
თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება მხოლოდ თქვენს მიერ ონლაინ შეძენის განხორციელბის მიზნით და ისინი წაიშლება, როგორც კი მათი შენახვა აღარ იქნება საჭირო იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც ისინი დამუშავდა. გარდა ამისა, მონაცემები წაიშლება, თუ თქვენ გააუქმებთ თქვენს მიერ გაცემულ თანხმობას ან მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას.
- პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები
თქვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ:
- ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე “ტექნიკა+ ის” უფლებამოსილი პირების შესახებ;
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;
- ინფორმაცია თქვენი პერსონალურ მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შესახებ;
- პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თქვენს მიერ გაცემული თანხმობის გაუქმება;
- არასწორი ან არასრულყოფილი პერსონალური მონაცემების განახლება და შესწორება;
- თქვენი პერსონალურ მონაცემების წაშლა და განადგურება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში;
- გასაჩივრების უფლება. “ტექნიკა+” მიერ თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. #7, ელ. ფოსტა: office@stateinspector.ge) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, ელ. ფოსტა: tccinfo@court.ge) და გაასაჩივროთ “germantechnics.ge” მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თქვენ უფლება გაქვთ, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე;
- პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
“germantechnics.ge” პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომა და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი
ტექნიკა+ ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ ხართ ვალდებული მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ თქვენ ვერ შესძლებთ ან სრული მოცულობით ვერ შესძლებთ ტექნიკა +-ის ვებ-გვერდის მეშვეობით საქონლის ონლაინ შეძენას.
პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა |
გავეცანი “შპს ტექნიკა+” მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცედურა”-ს და ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს “ტექნიკა+” დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები აღნიშნული პროცედურისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. |
მიწოდების პირობა
ახლა უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ გერმან ტექნიკსის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ონლაინ!
თბილისის და ქუთაისის მასშტაბით მიწოდება განხორციელდება შეკვეთიდან 1-3 სამუშაო დღეში, მიწოდება კორპუსის შემთხვევაში ხდება სადარბაზომდე და მიწოდების ღირებულება არის 5 ლარი.
დანარჩენ ქალაქებში და რეგიონებში მიწოდება განხორციელდება შეკვეთიდან 1-7 სამუშაო დღეში, მიწოდება კორპუსის შემთხვევაში ხდება სადარბაზომდე და მიწოდების ღირებულება არის 15 ლარი.
შეკვეთის განხორციელების შემდეგ, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად, რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. მოწოდებამდე ხდება თქვენი შეძენილი პროდუქტის შემოწმება/დატესტვა საწყობში. დამატებითი ინფორმაციის ან/და კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 514173883; infogermantechnics@gmail.com